გამოჩენილ ფილოსოფოსთა ცხოვრება - სპინოზა

ახალი

ავტორი: მოსე ბელენკი

გამოჩენილ ფილოსოფოსთა ცხოვრება - სპინოზა

სპინოზამ თავისი ფილოსოფიური სისტემა მკაცრი მათემატიკური მეთოდით, ევკლიდეს გეომეტრიის მსგავსად დაალაგა. მიუხედავად ამისა, მისი ფილოსოფია იძლევა ურთიერთგამომრიცხველი ინტერპრეტაციის საშუალებას. მაგ. ჰეგელი მას აბსოლუტურ იდეალისტად, „კარტეზიანული ფილოსოფიის ობიექტივირებად“ მიიჩნევდა. ფრანგი ენციკლოპედისტებისთვის კი ის იყო მატერიალისტი და ათეისტი. მეტიც, მარქსისა და ენგელსის დიალექტიკურ მატერიალიზმს სპინოზიზმის სახეობად განიხილავდნენ (მაგ. პლეხანოვი). 

 

წინამდებარე წიგნი არ არის სპინოზას ფილოსოფიური ანალიზი; ის უფრო რომანია „ყველაზე კეთილშობილ და ზნეობრივად ყველაზე მაღლა მდგომ დიდ ფილოსოფოსთა შორის“ – სპინოზას, ფრიად სადა ცხოვრებაზე, რომელიც, სოკრატეს მსგავსად, პრაქტიკაში იმ პრინციპების ერთგული იყო, რასაც ფილოსოფიაში, თეორიაში მკაცრი ლოგიკით ასაბუთებდა. ამდენად, სპინოზას ბიოგრაფიული (ცხოვრებისეული) მომენტების გათვალისწინება მნიშვნელოვანია მისი ფილოსოფიის არსში ჩასაწვდომად.

გაზიარება:

წიგნის შეძენა

დაგვიტოვეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით!